20 სექტემბერი 2024,   03:50
ვრცლად
საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევაში უნდა დაეხმაროს

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრის ლოურენს ბუნის განცხადებით, ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევაში უნდა დაეხმაროს. ინფორმაციას "პოლიტიკო" ავრცელებს.

ლოურენს ბუნის თქმით, ევროკავშირი გაფართოებისთვის ემზადება, რასაც უახლოეს მომავალში ორგანიზაციაში რვამდე ახალი წევრის დამატება მოჰყვება. მინისტრმა კანდიდატ ქვეყნებში დეზინფორმაციის კამპანიაზეც ისაუბრა, რაც მისი თქმით, პრობლემას წარმოადგენს. ბუნის განცხადებით, პუტინს, ტერიტორიების დაპყრობის გარდა, ევროკავშირის დასუსტებაც სურს.

დღის ამბები