ესპანეთში უხვი ნალექით გამოწვეულ შედეგებს ებრძვიან. სტიქიის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი და ამდენივე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ძლიერმა წვიმებმა ცენტრალურ ესპანეთში წყალდიდობა გამოიწვია. ჩაკეტა გზები, მეტროს ხაზები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
ესპანეთის რამდენიმე რეგიონში ტალახის მდინარეებმა მანქანები და ნაგვის ურნები წაიღეს. ზოგიერთ მათგანში სეტყვაც მოვიდა. ყველაზე დიდი ზიანი ცენტრში მდებარე ტოლედოსა და მადრიდის პროვინციებში დაფიქსირდა.