20 სექტემბერი 2024,   04:55
ვრცლად
სუდანის დედაქალაქში ბაზარზე სამხედრო თვითმფრინავით თავდასხმისას 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა

სუდანის დედაქალაქ ხართუმში, ბაზარზე სამხედრო თვითმფრინავით თავდასხმისას 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა. სუდანის არმიასა და გასამხედროებულ ორგანიზაცია "სწრაფი რეაგირების ძალებს" შორის შეტაკებები უკვე მეხუთე თვეა გრძელდება.

ამ დრომდე, ვერც ერთმა მხარემ ვერ შეძლო ხელშესახები უპირატესობის მოპოვება. დასავლეთმა ორივე მხარეს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ არაერთხელ მოუწოდა.

დღის ამბები