19 სექტემბერი 2024,   02:30
ვრცლად
სროლა ბათუმში - მაღაზია "უნივერსამში" შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფულს ითხოვდა 

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, წუხელ, დაახლოებით ღამის 3 საათზე სროლის ხმა იყო.  შემთხვევის ადგილზე პოლიციის ათამდე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ამის შესახებ ცნობას "ბათუმელები" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "უნივერსამში" შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფულს ითხოვდა, თუმცა მაღაზიიდან მოახერხეს დაცვის პოლიციასთან დაკავშირება.

არსებული ცნობით, შეიარაღებულ პირს მაღაზიიდან არაფერი წაუღია. მან პოლიციელების მისამართით გაისროლა, თუმცა ის დააკავეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

დღის ამბები