20 სექტემბერი 2024,   05:01
ვრცლად
კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ლიდერები

კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, ახლა, ცნობილი ჯავშნიანი მატარებლით უკან ფხენიანში ბრუნდება. წასვლისას რუსულ ჯარს მან დიდი გამარჯვება უსურვა "ბოროტების წინააღმდეგ მიმდინარე წმინდა ბრძოლაში", რომელიც კიმ ჩენ ინმა "სპეციალურ სამხედრო ოპერაციად" მონათლა და აღნიშნა, რომ დასავლური იმპერიალიზმის წინააღმდეგ მუდამ მოსკოვის მხარეს დაიჭერს.

სანაცვლოდ, რუსეთი მეზობელს სადაზვერვო თანამგზავრების მშენებლობაში დაეხმარება, რაც ფხენიანს უკვე მეორე ცდაა დამოუკიდებელი ძალებით არ გამოსდის. სწორედ ამიტომ შეირჩა შეხვედრისთვის სიმბოლური ადგილი - “ვოსტოჩნის” კოსმოსურ აეროდრომი, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში. საჯაროდ არაფერი თქმულა იმ მთავარ საკითხზე, რომლის ირგვლივაც დასავლეთის ინფორმაციით შეხვედრა გაიმართა.

საუბარია ჩრდ. კორეის მიერ რუსეთის სამხედრო მარაგების შევსებისა და სამხედრო დახმარების პერსპექტივაზე. კრემლს არ დაუმალავს,რომ საუბარი ყველა საკითხს შეეხო,თუმცა კონკრეტიკაზე არ უსაუბრია. ცნობილია, რომ შეხვედრის დაწყებამდე ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე ორი ბალისტიკური რაკეტაც გაუშვა.

"გთავაზობთ სადღეგრძელოს ჩვენი ქვეყნებს შორის ურთიერთობების სამომავლო გაძლიერებაზე, ჩვენი ერების კეთილდღეობასა და წარმატებაზე. ჯანმრთელობა ვუსურვოთ ამხანაგ მდივანსა და ყველას ამ დარბაზში," - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

"რუსეთის ჯარი და ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს ამ წმინდა ბრძოლაში დიდი ბოროტების დასასჯელად - რომელსაც ილუზიური პრეტენზია აქვს ჰეგემონიასა და ექსპანსიაზე. ეს კი შექმნის მშვიდობიანი განვითარების გარემოს.ამხანაგ პუტინთან საუბრისას მივედით დასკვნამდე, რომ გვჭირდება სტრატეგიული და ტაქტიკური თანამშრომლობის გაძლიერება, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და გრძელვადიანი მშვიდობა რეგიონსა და მსოფლიოში,"- განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

 

დღის ამბები