20 სექტემბერი 2024,   04:08
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქის 9 დასახლება გასული დღე-ღამის განმავლობაში 24-ჯერ დაბომბეს, დაფიქსირდა 130-ზე მეტი აფეთქება

დრონებით შეტევის გამო საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული ღამით უკრაინის რამოდენიმე ოლქში.

დნეპროპეტროვსკის ოლქში რამოდენიმე აფეთქება დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის იარაღით რუსულმა ძალებმა 24-ჯერ დაბომბეს სუმის ოლქის 9 დასახლება. დაფიქსირდა 130-ზე მეტი აფეთქება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მათ რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქის თავზე უკრაინის ოთხი დრონი ჩამოაგდეს.

დილით ოკუპანტებმა ყირიმის ხიდზე მოძრაობა კიდევ ერთხელ ჩაკეტეს - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს. ჩაკეტვის ვადებსა და მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუმინეთმა კი საკუთარ ტერიტორიაზე უკვე მესამე რუსული დრონის ნამსხვრევების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს მიაწოდა და ქვეყანაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა.

დღის ამბები