ისრაელ-ღაზას საზღვარზე ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურების შედეგად 5 პალესტინელი დაიღუპა. პალესტინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, აფეთქება საპაროტესტო აქციის დროს მოხდა.
ათობით ახალგაზრდა ისრაელში დაპატიმრებული პალესტინელების მხარდასაჭერად ღაზას სექტორში შეიკრიბა.
პალესტინური მხარის ინფორმაციით, აფეთქება იმ მოწყობილობით მოხდა, რომლის გამოყენებასაც ზოგიერთი მომიტინგე აქციის დროს აპირებდა.