15 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
პენტაგონმა შექმნა ჯგუფი, რომელიც უკრაინის მიერ ამერიკული სამხედრო დახმარების გამოყენებას მონიტორინგს გაუწევს

პენტაგონმა შექმნა ჯგუფი, რომელიც უკრაინის მიერ ამერიკული სამხედრო დახმარების გამოყენებას მონიტორინგს გაუწევს. ამის შესახებ CNN წერს.

როგორც ირკვევა, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა კიევში მუშაობა აგვისტოს ბოლოდან  დაიწყო, ჯგუფის სხვა წევრები კი უკრაინაში სექტემბრის ბოლოს ჩავლენ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44 მილიარდ დოლარამდე სამხედრო დახმარება გაუწია. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის დასახმარებლად კონგრესს ახლახან დამატებით 24 მილიარდი დოლარი სთხოვა, მათ შორის 13 მილიარდი უსაფრთხოებისთვის.

დღის ამბები