19 სექტემბერი 2024,   02:44
ვრცლად
სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საჯარო სკოლაში მისულ პირველ კლასელებს მერხებზე ამჯერადაც დახვდათ ლეპტოპები.

სწავლის დაწყება მოსწავლეებს განათლების მინისტრმა მიულოცა. მინისტრის განცხადებით, ახალ სასწავლო წელს პირველ-მეორე კლასელებისთვის ჭადრაკის გაკვეთილები გაგრძელდება.

მისივე თქმით, ფართოვდება თავდაცვის საქმე, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ბავშვებში.

"55 000-მდე პირველკლასელს ველოდებით ქვეყნის მასშტაბით. ყველა სკოლა აბსოლუტურ მზადყოფნაშია. გამართულია ინფრასტრუქტურა. ყველასთვის გათვალისწინებულია სახელმძღვანელოები, ბუქები.

გვაქვს სიახლეები, ახალ სასწავლო წელს როგორც პირველ, ასევე მეორე კლასელთათვის გაგრძელდება ჭადრაკის გაკვეთილები, ფართოვდება თავდაცვის საქმე, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ბავშვებში და იყო ძალიან დიდი მოთხოვნა, ამიტომ ვაფართოებთ მას.

იქნება გათვალისწინებული დამატებითი აქტივობები, როგორც კლასგარეშე ასევე საგანმანათლებლო, რათ ჩვენს ბავშვებს უფრო მრავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესი ჰქონდეთ.

იმ სკოლებში, სადაც მოხდა კონტრაქტორების მხრიდან ვადაგადაცილება და დროულად ვერ მოახერხეს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესის დასრულება, ყველა ეს ბავშვი გადანაწილებულია უახლოეს სკოლაში. უზრუნველყოფილია მათთვის ყველა საგანმანათლებლო რესურსი, მათ შორის სატრანსპორტო მომსახურება. რათა ეს პერიოდი, რომელიც, გვესმის რომ გარკვეულ უხერხულობებს ქმნის,მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ მათ. სულა 10 ასეთი სკოლაა.

ჩვენი მხრიდან გამკაცრებულია კონტროლი იმ კონტრაქტორებზე ვინც ახორციელებს სკოლის ინფრასტრუქტურულ პროექტებს და კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი სანქციები იქნება გამოყენებული", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დღის ამბები