20 სექტემბერი 2024,   04:55
ვრცლად
კიმ ჩენ ინი რუსეთის ქალაქ კომსომოლსკ-ონ-ამურში მდებარე საავიაციო ქარხანას ეწვია

კიმ ჩენ ინი რუსეთის ქალაქ კომსომოლსკ-ონ-ამურში მდებარე საავიაციო ქარხანას ეწვია. რუსული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საავიაციო ქარხნის საინჟინრო ცენტრისა და საწარმოო საამქროების მუშაობას გაეცნო. ქარხანა რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავებს აწარმოებს, მათ შორის, „სუ-35" და „სუ-37" ტიპის ავიაგამანადგურებლებს.

პუტინმა მედიას განუცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში, კიმ ჩენ ინი ასევე გაემგზავრება საპორტო ქალაქ ვლადივოსტოკში, სადაც რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის სამხედრო შესაძლებლობებს დაათვალიერებს.

დღის ამბები