15 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
რაჭასა და გურიაში სტიქიის დროს დაღუპული 35 მოქალაქის ოჯახი სახელმწიფოსგან 20 ათას ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს - რამდენ ოჯახს ექნება ახალი სახლი გურიაში

რაჭასა და გურიაში სტიქიის დროს დაღუპული 35 მოქალაქის ოჯახი, სახელმწიფოსგან 20 000 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს. სოფელი შრომის მსგავსად ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში რთულ მდგომარეობაში კიდევ ბევრი ოჯახი აღმოჩნდა. ყველგან ჰყვებიან ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ გადარჩნენ.

პრობლემა მასშტაბურია, დიდია დაზარალებულების რაოდენობაც, რომლებსაც ცხოვრების გაგრძელებაზე მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ თუმცა დღეს მათი უპირველესი პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, კონკრეტული დაპირება პრემიერმინისტრისგან მოისმინეს.

მთავრობის სხდომის შემდეგ ფინანსთა მინისტრი განმარტავდა, რომ დაზარალებულების დასახმარებლად ხელისუფლების ადგილობრივი და ცენტრალური შტოები ერთობლივად იმუშავებენ.

შემდეგი ეტაპი დაზარალებულებთან შეთანხმებაა - თუ ვინ რა ფორმით მიიღებს კომპენსაციას. ალტერნატიულ საცხოვრებლის სახით თუ თანხას ასაშენებლად -ან შესაძენად. ამ პროცესის ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უზრუნველყოფენ. მანამდე დაზარალებულებს დროებითი საცხოვრებელი უკვე შესთავაზეს. ამასთან, რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

გურიის გარდა, დღეს ახალი გადაწყვეტილება რაჭის ტრაგედიასთან დაკავშირებითაც გახმოვანდა.

ორი მძიმე ტრაგედია და დამანგრეველი სტიქია, რამდენიმე კვირიანი შუალედით - შოვში მეწყერს 32 ადამიანი შეეწირა. გურიაში 3 ადამიანია დაღუპული. მატერიალური ზარალის ანაზღაურებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის წლის ბოლომდე 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.

დღის ამბები