19 სექტემბერი 2024,   02:46
ვრცლად
ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ავტოპარკი სრულად განაახლა

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ავტოპარკი სრულად განაახლა. 37 ერთეული "პიკაპის" ტიპის მაღალი გამავლობის და 22 ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა 9 რეგიონულ სატყეო სამსახურში გადანაწილდება. სპეცტექნიკით სააგენტო უზრუნველყოფს ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებას, როგორიცაა ტყის-მოვლა აღდგენა, ხე-ტყის დამზადება, სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია.

გარდა ამისა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში სატყეო სამსახურის ახალი ოფისები აშენდა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სატყეო სააგენტოს სერვისებით უკეთ სარგებლობა უნდა უზრუნველყოს.

დღის ამბები