29 სექტემბერი 2023,   14:13
ვრცლად
ეროვნული ბანკი იქნება თუ სხვა უწყება, ჯერ უნდა მოითხოვოს საქართველოს სახელმწიფოში თავისი მოქალაქის მიმართ კონკრეტული მტკიცებულებები და ამის შემდეგ გადაწყვიტოს სისხლის სამართლებრივ დევნასთან გათანაბრებული პირობების დაწესება - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, ეროვნული ბანკის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ეროვნული ბანკი იქნება თუ სხვა უწყება, ჯერ უნდა მოითხოვოს საქართველოს სახელმწიფოში თავისი მოქალაქის მიმართ კონკრეტული მტკიცებულებები და ამის შემდეგ გადაწყვიტოს მის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნასთან გათანაბრებული პირობების დაწესება".

მდინარაძის თქმით, კონსტიტუციის ასე ხელაღებით დარღვევა მიუღებელია.

"ჩვენ პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოს მოქალაქეს, სანქცია დაუწესდეს ქვეყნის შიგნითაც, მტკიცებულებების გარეშე. ამიტომ, ჩვენს კონსტიტუციას ასე ხელაღებით არ უნდა ვარღვევდეთ. ეროვნული ბანკი იქნება თუ სხვა უწყება, ჯერ უნდა მოითხოვოს საქართველოს სახელმწიფოში, მისი მოქალაქის მიმართ კონკრეტული მტკიცებულებები და ამის შემდეგ გადაწყვიტოს მის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნასთან გათანაბრებული პირობების დაწესება. მეორე, ოთარ ფარცხალაძე დაადანაშაულეს ორ რამეში, თითქოს ის არის ფსბ-ს აგენტი და თითქოს მას ქართულ საზოგადოებაზე და პოლიტიკაზე ჰქონდა გავლენა. თუ მე აპრიორში, დადასტურებულად ვიცი, რომ არანაირი გავლენა ოთარ ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებაზე არ ჰქონია და არც უცდია. თუ ვიცი, რომ მეორე ტყუილია, პირველს უაპელაციოდ ვიჯერებ?! ამიტომ, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო იქნება თუ ვინც იქნება, ჩვენ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქესთან დაკავშირებით დავაყენებთ საკითხს, რომ უნდა არსებობდეს რაღაც ფორმატი, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია მტკიცებულებების შესახებ, რის საფუძველზეც დასკვნა გამოიტანეს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები