19 სექტემბერი 2024,   02:59
ვრცლად
"თიბისი" და "საქართველოს ბანკი"საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში რჩებიან

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომერციულ ბანკში - "თიბისიში" არ აპირებენ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, რაიმე გამონაკლისი დაუშვან იმ ადამიანებზე, რომლებზეც აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს დაწესებული საერთაშორისო სანქციები ვრცელდება. ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" ბანკის პრესსამსახურში განუცხადეს.

"აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. შეგვეხება თუ არა შეგვეხება [მოგვიწევს აღსრულება თუ არა] სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. ახლა, როგორც გუშინ, ვართ სანქციების შესაბამისობაში", - აცხადებენ "თიბისი ბანკში".

სანქციების შესაბამისობაში რჩება "საქართველოს ბანკიც".

"ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას" - განაცხადეს მათ "რუსთავი 2-თან".

დღის ამბები