19 სექტემბერი 2024,   02:48
ვრცლად
ეროვნული ბანკი ორმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა

ეროვნული ბანკი ორმა ვიცე პრეზიდენტმა დატოვა. პოსტებიდან წავიდნენ არჩილ მესტვირიშვილი და პაპუნა ლეჟავა.

"მეგობრებო და კოლეგებო, ვტოვებ ეროვნულ ბანკში ჩემ თანამდებობას", - წერს მესტვირიშვილი სოციალურ ქსელში.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა პაპუნა ლეჟავაც. ინფორმაცია ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დაუდასტურა. 

"პაპუნა ლეჟავამ მაცნობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, რომ დაწერა განცხადება გადადგომაზე. ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ კარგი პროფესიონალია, მუშაობდა ამდენი წელი ეროვნულ ბანკში. მე იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება სხვადასხვა პიროვნებას, ჩემს კოლეგას თუ უკვე ყოფილ კოლეგას ჰქონდეს თავისი შეხედულებები ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ როცა საქმე ეხება ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კონსტიტუციის აღსრულებას და მასთან შესაბამისობას და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს," - აცხადებს ნათია თურნავა. 

 

დღის ამბები