19 სექტემბერი 2024,   02:47
ვრცლად
საგარეჯოსა და წალენჯიხაში მუსიკალური საღამოები გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საგარეჯოში და წალენჯიხაში მუსიკალური საღამოები გაიმართება. სამზადისი უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს სცენის მონტაჟი და პავილიონების მოწყობა.

სტუმრებისთვის სხვადასხვა კულტურული, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება, პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები იზრუნებენ. გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა. საღამოს კონცერტები დაასრულებს.

დღის ამბები