20 სექტემბერი 2024,   05:02
ვრცლად
აშშ უკრაინას 325 მილიონი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

უკრაინაში ომი გრძელდება. რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, დაშავდა 13 ადამიანი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლის რეგიონი და კიდევ 3 დასახლება მძიმე არტილერიით დაბომბეს. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბოლო 24 საათში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუს მებრძოლებს შორის ფრონტზე 26 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. უკრაინული გენშტაბის ინფორმაციით, შეტევა განხორციელდა ოკუპანტების 16 პოზიციაზე.

რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას - ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 325 მილიონი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. დახმარება იარაღსა და თავდაცვის აღჭურვილობას მოიცავს.

დღის ამბები