20 სექტემბერი 2024,   04:46
ვრცლად
"გამწარებული ვიყავი პრეზიდენტ ზელენსკის განცხადების გამო, მირჩევნია ასე განვაცხადო" - ანჯეი დუდა

გამწარებული ვიყავი გაეროს ასამბლეაზე ზელენსკის გამოსვლისას გაკეთებულ კომენტარზე - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ანჯეი დუდას თქმით, ის, ამის მიუხედავად, მზად არის, უკრაინის პრეზიდენტს ესაუბროს, როგორც "მეგობარს" და მოაგვაროს უკრაინის მარცვლეულზე დავა.

რაც შეეხება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას, ანჯეი დუდას განმარტებით, ეს განცხადება "ყველაზე უარესი სახით იქნა საზოგადოების მხრიდან ინტერპრეტირებული".

მისი განმარტებით, მორავიეცკი საუბრობდა პოლონეთის არმიის მოდერნიზაციისთვის განკუთვნილ ახალ იარაღზე. მან არ გამორიცხა მომავალში კიევში იარაღის გადაცემის განახლების შესაძლებლობა.

"გამწარებული ვიყავი პრეზიდენტ ზელენსკის განცხადების გამო, მირჩევნია ასე განვაცხადო. მოდით მშვიდად ვიყოთ და გთხოვთ, ტემპერატურას ნუ გავზრდით, რადგან ეს არის დავა, რომელიც ჩვენი ურთიერთობის მცირე ნაწილს ეხება. ნუ დავუშვებთ, რომ გავლენა მოახდინოს მთლიანობაში, რადგან ამას არანაირი გამართლება არ აქვს და ამით მხოლოდ სხვები ისარგებლებენ" - ამბობს

დღის ამბები