15 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნახიჩევანში ჩავიდა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნახიჩევანში ჩავიდა. ერდოღანს ადგილზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დახვდა. დაგეგმილია პირისპირ მოლაპარაკებები, სადაც განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე რეგიონულ და გლობალურ საკითხებს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე. გავრცელებული ინფორმაციით, ნახიჩევანში თურქეთის პრეზიდენტი იგდირი-ნახიჩევანის გაზსადენის საძირკვლის ჩაყრისა და ნახიჩევანის მოდერნიზებული სამხედრო კომპლექსის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

დღის ამბები