რუსეთი ცდილობს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს კვლავ შეუერთდეს, საიდანაც ის გასული წლის აპრილში, უკრაინაში შეჭრის გამო გააძევეს. ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსი დიპლომატები ცდილობენ, თავიანთი ქვეყანა ხელახლა აირჩიონ საბჭოში, ახალი, სამი წლის ვადით.
"ბიბისი-მ" იმ დოკუმენტის ასლი მოიპოვა, სადაც რუსეთი გაერო-ს წევრებს მომავალ თვეში დანიშნულ კენჭისყრაში მხარდაჭერას სთხოვს. გარდა ამისა, რუსეთმა პირობაც დადო, რომ ადამიანის უფლებების საკითხებზე ადეკვატურ გადაწყვეტილებებს გამონახავს.