19 სექტემბერი 2024,   02:37
ვრცლად
სოხუმის დაცემის დღიდან 30 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან დღეს 30 წელი გავიდა. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის ნიშნად, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშებია დაშვებული. სწორედ ამ გადამწყვეტი ბრძოლით დასრულდა აფხაზეთში ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ აფხაზ სეპარატისტებს შორის.

სოხუმის დაცემას წინ უძღოდა სოჭში 27 ივლისს დადებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ. თუმცა თვენახევარში სეპარატისტებმა ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთიდან სოხუმზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს.

ამ დროისთვის, საქართველოს მძიმე შეიარაღება თითქმის სრულად გაყვანილი ჰქონდა, რის გამოც, ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს მასირებულ შეტევას და 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. 

დღის ამბები