20 სექტემბერი 2024,   03:57
ვრცლად
ევროპა მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების ნაკადისთვის უნდა მოემზადოს - ევროკომისარი იანეზ ლენარჩიჩი

ევროპა მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების ნაკადისთვის უნდა მოემზადოს - შესაბამის განცხადებას ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებშიიანეზ ლენარჩიჩი აკეთებს.

"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, მხარი დავუჭიროთ ათასობით ადამიანს, რომლებიც გაიქცნენ მთიანი ყარაბაღიდან, მით უმეტეს, რომ მომავალი ზამთარი, სავარაუდოდ, დამატებით გამოწვევებს შეუქმნის ლტოლვილებს“ , - წერია გავრცელებულ წერილში.

ასევე ცნობილი ხდება, ევროკომისიის მიერ მთიანი ყარაბაღისთვის 5 მილიონ ევრომდე ფინანსური დახმარების გაზრდის შესახებ. თანხა გათვალისწინებულია უშუალოდ ლტოლვილებისთვის - მათი საკვებისთვის, საცხოვრებლისთვის და სამედიცინო დახმარებისთვის, ასევე სომხეთში მომუშავე ევროკავშირის სხვადასხვა ჰუმანიტარული პარტნიორისთვის.

დღის ამბები