11 სექტემბერი 2024,   13:24
ვრცლად
სამჯერ-ოთხჯერ რომ აქვეყნებს ახსნა-განმარტების წერილებს, არც ერთი წერილი არ ხსნის მის გადაწყვეტილებას, თუ რატომ იცავს ფარცხალაძეს - ვაშაძე პრეზიდენტზე

მთავრობის უარის და პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ვიზიტებს განაგრძობს. 

ვიზიტებს მიესალმება ოპოზიცია და აცხადებს, რომ იმპიჩმენტის პროცესის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი პარტნიორ ქვეყნებში სასურველი სტუმარია.  

„ამ შეხვედრებზე რომ ჩასულიყო სალომე ზურაბიშვილი და ეთქვა, რომ ჯაშუშ, აგენტ ფარცხალაძეს, რომელიც სანქცირებულია ამერიკის მხრიდან შეუწყვიტა მოქალაქეობა, მისი ხმა გაცილებით ძლიერი იქნებოდა. მაგრამ, ჩავიდა როგორც ფარცხალაძის მცველი და ეს არის ფაქტი, რომელსაც აბსოლუტურად ყველამ უნდა შევხედოთ. რატომ აკეთებს ამას, სამჯერ-ოთხჯერ რომ აქვეყნებს ახსნა-განმარტების წერილებს, არც ერთი წერილი არ ხსნის მის ამ გადაწყვეტილებას თუ რატომ იცავს ჯაშუშ ფარცხალაძეს,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლის თმით, პოლიტიკური ჯგუფი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.

„პრეზიდენტის ნაბიჯები, ვიზიტები, გამართული შეხვედრები ემსახურება ამ ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრულ მიზანს. იმპიჩმენტთან დაკავშირებით იცით, რომ ეს არის შეუსაბამო საქმე ამ ქვეყნის დღევანდელი მოცემულობისთვის. ცხადია ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ. ვისაც თავისი გუნდის წევრების იმედი არ აქვს, რაიმე შიშები აწუხებს, იმან თავისი პოლიტიკა თვითონ განსაზღვროს,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი.

დღის ამბები