03 დეკემბერი 2023,   06:00
ვრცლად
ჩანს უკვე ფუნდამენტალური განსხვავებები ბევრ საკითხთან მიმართებაში, მე არ მინდა, მუდმივად გრძელდებოდეს ეს შიდა პაექრობა - ბაჩო დოლიძე

ნიკა მელიას მიერ სხვა პლატფორმიდან ბრძოლის დაანონსებას მისი თანამოაზრეები ეხმაურებიან. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ბრძოლა გრძელდება, თუმცა ვის რა ტაქტიკა და სტრატეგია ექნება, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გაიმართოს.

"ვიკრიბებით, რომ გავცვალოთ აზრები და გადაწყვეტილება მივიღოთ, თუ როგორ ვებრძვით ამ რეჟიმს. გამარჯვება გვინდა ყველას, მაგრამ სხვადასხვანაირად ვხედავთ გზებს, როგორ მივიდეთ ამ გამარჯვებამდე. ჩვენი ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ვინ საიდან, როგორ, რა პლატფორმით, ტაქტიკით და სტრატეგიით, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გვექნება.

ჩანს უკვე ფუნდამენტური განსხვავებები ბევრ საკითხთან მიმართებაში. მე არ მინდა, მუდმივად გრძელდებოდეს ეს შიდა პაექრობა, რომელიც კარგს არაფერს არ მოგვიტანს. ბევრი ითქვა უკვე და საზოგადოებამ კარგად იცის ერთი მხარეც, მეორეც და მესამე მხარეც. ასე, რომ ახლა ჩვენს ამომრჩეველზეა დამოკიდებული, ვინ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ვინ რას ფიქრობს, როგორი უნდა იყოს ჩვენი სამომავლო გზა," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

დღის ამბები