20 სექტემბერი 2024,   04:43
ვრცლად
ტაშკენტის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ხანძარი გაჩნდა

ტაშკენტში, ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა - ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ინფორმაციით, ის საბაჟოს საწყობში მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე სახლები დააზიანა. საწყობში, სავარაუდოდ, ელექტრომობილების ბატარეები აფეთქდა. სავარაუდოდ, არიან დაშავებულებიც.

აეროპორტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინციდენტს აეროპორტის მუშაობაზე გავლენა არ ჰქონია.

დღის ამბები