ირლანდიელმა სამართალდამცავებმა 166 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი ამოიღეს. ქვეყნის ისტორიაში ნარკოტიკების ყველაზე დიდი რაოდენობის ამოღება საზღვაო სპეცოპერაციის შედეგად მოხერხდა. გემიდან ამოღებულია 2 ტონაზე მეტი კოკაინი. გემი რეგისტრირებული იყო პანამაში, პროდუქცია კი სამხრეთ ამერიკული წარმომავლობის იყო.
პოლიციის ინფორმაციით, ევროპაში კოკაინის გადაზიდვის უკან, სამხრეთ ამერიკული კარტელი დგას.