22 დეკემბერი 2024,   10:03
ვრცლად
რთული საკითხები უნდა გაირკვეს უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყებამდე - ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ "ძალიან რთულ კითხვებზე" პასუხის გაცემაა საჭირო, სანამ ევროკავშირი უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებებს დაიწყებს.

დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, მისცენ თუ არა უკრაინას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების უფლება, რაც მოითხოვს 27-ვე წევრის ერთსულოვან მხარდაჭერას. დიპლომატებმა განაცხადეს, რომ უნგრეთი შეიძლება იყოს დაბრკოლება.

"ჩვენ ვერ ავირიდებთ კითხვებს - როდესაც გვექნება ბრიუსელში მოლაპარაკებები უკრაინის მომავალზე - შეგვიძლია თუ არა სერიოზულად ვიფიქროთ ქვეყნის წევრობაზე, დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები იმ ქვეყანასთან, რომელიც ომის მდგომარეობაშია," - განუცხადა ორბანმა სახელმწიფო რადიოს

"ჩვენ არ ვიცით, რამდენად დიდია ამ ქვეყნის ტერიტორია, რადგან ომი ჯერ კიდევ გრძელდება, არ ვიცით, რამდენად დიდია მისი მოსახლეობა, რადგან ისინი გარბიან ქვეყნიდან...ქვეყანა, რომ ევროკავშირში დაიშვას მისი პარამეტრების ცოდნის გარეშე, ეს უპრეცედენტო იქნებოდა.

ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ძალიან გრძელ და რთულ კითხვებს, სანამ მივიღებთ რეალურ გადაწყვეტილებას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ," - თქვა მან.

ორბანმა ორშაბათს პარლამენტს განუცხადა, რომ უნგრეთი არ დაუჭერს მხარს უკრაინას საერთაშორისო საქმეებში, სანამ იქ ეთნიკური უნგრელების ენობრივი უფლებები არ აღდგება.

უნგრეთი ნატოს წევრია და ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში. უნგრეთმა უარი თქვა უკრაინაში იარაღის გაგზავნაზე, მაგრამ მიესალმა უკრაინელ ლტოლვილებს.

დღის ამბები