15 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
საფრანგეთის და გერმანიის ელჩები, პოლიტიკურ ძალებს, ევროკავშირის წევრობის მიზნის გარშემო გაერთიანებისა და მუშაობისკენ მოუწოდებენ

საფრანგეთის და გერმანიის ელჩები, ქართულ პოლიტიკურ ძალებს, ევროკავშირის წევრობის მიზნის გარშემო გაერთიანებისა და მუშაობისკენ მოუწოდებენ.

როგორც შერაზ გასრის და პეტერ ფიშერის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირსა და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ექნებათ, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობასა და მეგობრობას გააღრმავებს.

"2023 წლის დეკემბერში ევროკავშირსა და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ექნებათ: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს იქნებოდა შემდეგი ეტაპი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობასა და მეგობრობაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ევროკავშირის წევრობა. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, გაერთიანდნენ ამ მიზნის გარშემო და ერთად იმუშაონ მის მისაღწევად. ამ თვალსაზრისით, მივესალმებით საქართველოდან ახლახან შემდგარ და მომავალ ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებსა და ევრო სტრუქტურებში - ვკითხულობთ ელჩების განცხადებაში", - აღნიშნულია წერილში.

დღის ამბები