20 სექტემბერი 2024,   04:01
ვრცლად
მსოფლიოს ყველაზე წარმატებული და მშვიდობიანი დემოკრატიების კლუბში გაწევრიანება უკრაინას, დასავლეთ ბალკანეთს, საქართველოსა და მოლდოვას ახალ, პერსპექტიულ გზაზე დააყენებს - "ეკონომისტი"

მსოფლიოს ყველაზე წარმატებული, მშვიდობიანი, აყვავებული დემოკრატიების კლუბში გაწევრიანება უკრაინას და ასპირანტ წევრებს დასავლეთ ბალკანეთში, საქართველოს და მოლდოვას ახალ და პერსპექტიულ გზაზე დააყენებს – ამის შესახებ გამოცემა "ეკონომისტი" წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ არცერთი ქვეყნის ინტეგრირება არ იქნება მარტივი, რადგან საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

სტატიის მიხედვით, მისიის შესრულებისას, ევროკავშირმა სამი მტკიცე ვალდებულება უნდა მიიღოს. პირველი - ეს არის იმედის გზავნილი აპლიკანტებისთვის, რომ გარკვეული სარგებელი შეიძლება მიენიჭოთ ეტაპობრივად, ეკონომიკური რეფორმების შემდეგ, მათ შორის ერთიან ბაზარზე წვდომის ჩათვლით; მეორე- ევროკავშირის შიდა რეფორმებმა არ უნდა შეაფერხოს მათი გაწევრიანება, ვინც მზად იქნება წევრობისთვის და მესამე ვალდებულებად "ეკონომისტი" ასახელებს ბრიუსელის სადამსჯელო მექანიზმს, რომელიც იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ახალ-მოწვეულ ქვეყნებში არასტაბილური მმართველობა იქნება. 

დღის ამბები