06 ოქტომბერი 2024,   20:56
ვრცლად
ქართველი მსმენელის წინაშე ბრუნო მარსი წარსდგა - ორსაათიანი პროგრამის ფარგლებში ლაღიძის "თბილისოც" შესრულდა

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონცერტი თბილისში - ქართველი მსმენელის წინაშე ბრუნო მარსი წარსდგა.

ამერიკელმა მეგა ვარსკვლავმა ორსაათიანი პროგრამის ფარგლებში, ცნობილ ჰიტებთან ერთად, სხვა მუსიკოსების სიმღერებიც შეასრულა. დაუკრეს ლაღიძის "თბილისოც", რასაც მაყურებლის ოვაცია მოჰყვა.

სტადიონზე შეკრებილები ემოციებს კონცერტის დასრულების შემდეგაც ვერ ფარავდნენ.

ღონისძიება პროექტ, "სთარინგ ჯორჯიას" ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით გაიმართა.

დღის ამბები