06 ოქტომბერი 2024,   20:45
ვრცლად
მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 მიგრანტი, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა - სატვირთოს მძღოლი, ადგილიდან გაიქცა

მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 მიგრანტი, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა. დაშავდა 17 ადამიანი.

შემთხვევა მექსიკის სამხრეთ შტატ ჩაპასში მოხდა, როდესაც სატვირთო მანქანას კუბელი მიგრანტები გადაჰყავდა. - ინფორმაციას მექსიკის მიგრაციის ინსტიტუტი ავრცელებს.

შემთხვევის შემდეგ სატვირთოს მძღოლი, ადგილიდან გაიქცა. მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და ისინი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

დღის ამბები