06 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის მახლობლად გაზის კონტეინერები აფეთქდა

დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის მახლობლად გაზის კონტეინერები აფეთქდა. მიზეზი უამინდობისას გავარდნილი მეხი იყო. ბიო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს ტერიტორიაზე გაჩნდა ძლიერი ხანძარიც.

კონტეინერები განადგურდა, თუმცა მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბოლო ინფორმაციით, არ არიან არც დაშავებულები, მაგრამ ადგილობრივების თქმით, ძლიერი ხმა და დარტყმის ძალა შორ მანძილზეც იგრძნობოდა.

დღის ამბები