06 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
ყველამ ვიცით, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება და ეს მხოლოდ დროის საკითხია - ზელენსკი

"ყველამ ვიცით, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება და ეს მხოლოდ დროის საკითხია" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინტეგრაციისთვის მთავარი მიზანი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაა.

"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საბჭო ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მსგავს ფორმატში იკრიბება. ოფიციალურად გარეთაა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება და ეს მხოლოდ დროის საკითხია. ასე რომ, შეხვედრა რეალურად უკვე ევროკავშირში შედგა. უკრაინა ლიდერია იმ საფუძვლების დაცვაში, რომელზეც ევროპის ერთიანობა ეყრდნობა. კერძოდ, უკრაინის ევროკავშირში სრულ გაწევრიანებაზე ვისაუბრეთ. ჩვენი ინტეგრაციის მთავარი მიზანია, წელს მივიღოთ გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.დღეს კი შეხვედრებზე და მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ გავიგე, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. უკრაინა აუცილებლად შეასრულებს სამუშაოს თავის ნაწილს – ევროკომისიის შვიდ რეკომენდაციას," - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

დღის ამბები