06 ოქტომბერი 2024,   21:17
ვრცლად
21 დაღუპული და 18 დაშავებული - იტალიაში ტურისტებით სავსე ავტობუსი 30 მეტრის სიმაღლის ესტაკადიდან გადავარდა

21 დაღუპული და 18 დაშავებული - ასეთი შედეგი მოჰყვა იტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევას. ავარია ვენეციის მახლობლად, მესტეს რაიონში მოხდა. ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, 30 მეტრის სიმაღლის ესტაკადიდან გადავარდა, ელექტროსადენებზე დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა.

ავარიის მიზეზი უცნობა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი ავტოსაგზაო შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ცუდად გახდა. დაზარალებულთა ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია, რის გამოც მსხვერპლის რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება.

დაღუპულთა შორის, ძირითადად უკრაინელები არიან. ავტობუსს გადაჰყავდა ასევე გერმანელი, ხორვატი და ფრანგი ტურისტები.

დღის ამბები