15 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და ძირეულად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი

სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიებას, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმიანება.

"არაერთხელ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და ძირეულად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს" - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ბრიფინგის დროს ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ვადენტ პატელის თქმით, დახმარება ყოველთვის გამჭვირვალეა და ისინი გააგრძელებენ მუშაობას ქართული ორგანიზაციების მხარდასაჭერად.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და მზად არიან ამაში დასახმარებლად.

დღის ამბები