06 ოქტომბერი 2024,   21:38
ვრცლად
საქსტატმა მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2 ოქტომბრიდან, მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში თბილისში საცხოვრისების შემოვლა და ინფორმაციის შეგროვება დაიწყო.

პირველ ეტაპზე სამუშაოები სამგორის, კრწანისისა და ნაძალადევის რაიონებში დაიწყო. პროცესი დეკემბრის პირველ ნახევრამდე გაგრძელება და თბილისის ყველა რაიონს მოიცავს. საქართველოში უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა.

დღის ამბები