15 ნოემბერი 2024,   23:17
ვრცლად
"არცერთი ოფიციალური წყაროთი საქართველო მოქალაქის გატაცება ან დაშავება, არ დასტურდება" - საქართველოს ელჩი ისრაელში

ისრაელში ოფიციალური ინფორმაციით, 120 000 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. მათთვის ახლა მთავარი საკონტაქტო უწყება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობაა. საქართველოს საელჩო ომის პირობების გათვალისწინებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

ისრაელში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის თქმით, ამ დროისთვის, დაღუპულებს, დაშავებულებს და გატაცებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამ "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში განმარტა, საჭიროების შემთხვევაში, საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უზრუნველყოფს სხვადასხვა საჭიროებებით მათ შორის თავშესაფრითაც.

"არ დასტურდება არცერთი ოფიციალური წყაროთი საქართველო მოქალაქის გატაცება ან დაშავება ისრაელის ტერიტორიაზე. გვქონდა სერიოზული რისკი 4 ადამიანის დაშავების, რომლებიც სპეციალურად ფესტივალზე იყვნენ ჩამოსულები, თუმცა 4-ვე სამშვიდობოსაა გამოყვანილი. რეისები არის, ვისაც ბილეთი აქვს, შეუძლია გაემგზავროს. ისინი, ვინც ვერ მიემგზავრებიან, ამას უზრუნველვყოფთ. 5 რეისი შესრულდა და არ გვყავს საქართველოს ისეთი მოქალაქე, ვისაც სჭირდება თავშესაფარი," - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

დღის ამბები