06 ოქტომბერი 2024,   21:52
ვრცლად
პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დაჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ნიკოლოზ (ნიკო) კვარაცხელია ღირსების მედლით დაჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტმა ახალგაზრდა მეწარმის ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს გადასცა.

ნიკო კვარაცხელია დაჯილდოვდა - მაღალი ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, პირველი ქართული სოციალური პლატფორმა "ფიდსის" შექმნისთვის, ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური აქტივობების განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის.

დღის ამბები