15 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
დღეს, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები გაიხსნა

დღეს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები გაიხსნა. სივრცეს, სადაც მიხეილ სააკაშვილს წერილებს დაუწერენ, უხელმძღვანელებს სოფო ჯაფარიძე. ის ამბობს, რომ ელოდებიან ყველა გულშემატკივარს. სოფო ჯაფარიძემ მედიისა და საზოგადოების წინაშე მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა.

"ოპოზიცია გამოკეტილი ჰყავთ, სადაც პერიოდულად აჩხუბებენ ერთმანეთთან, ამასობაში გესმის, რომ საჭე უპატრონოდაა მიტოვებული და გემს მიაქანებს საშიში დინება პირდაპირ შტორმის შუაგულში. ერთადერთი გამოსავალია, თავად მგზავრებმა აიღონ გემის მართვა ხელში, აირჩიონ კაპიტანი და სანამ კიდევ დროა, ავიცილოთ ძალიან საშიშ ტალღებთან შეტაკება. მზად ვარ, ყველაფერი შევწირო უკრაინის გამარჯვებას, ამ გამარჯვებასთან პირდაპირ დაკავშირებულ საქართველოს გამთლიანებას და ჩვენს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ახალი ეპოქის დადგომას,"-ნათქვამია წერილში.

დღის ამბები