06 ოქტომბერი 2024,   21:50
ვრცლად
სახალხო დამცველმა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

სახალხო დამცველმა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

ლევან იოსელიანის განცხადებით, ოკუპაციისა და კონფლიქტით დაზარალებულების უფლებების დაცვა და მათი პრობლემების განხილვა დღეს, ომბუდსმენის აპარატისთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ტარდება სახალხო დამცველის ინიციატივით, სადაც მონაწილეობს ერთი მხრივ, სახელმწიფოს ყველა პასუხისმგებელი უწყება, პარლამენტი, არასამთავრობო სექტორი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.

საკითხი ეხება კონფლიქტის მხარეებს, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს არსებულ მდგომარეობას და იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს მოქალაქეებს, როგორც საოკუპაციო ხაზის იქით, ასევე აქეთა მხარეს აწუხებთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს დისკუსია იმ პრობლემებზე, რომელიც დაკავშირებულია ოკუპაციასთან, ჩვენი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობასთან და ამიტომ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამ ინიციატივით გამოვედით, დავუძახეთ ყველ მხარეს, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს და პასუხისმგებელია კონფლიქტის მოგვარებაზე, ჩვენი მოქალაქეების მშვიდობიან ყოფაზე. მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს დისკუსიის გახსნას, რომელიც დიდი ხანია ამ ქვეყანაში ბევრი მიზეზი გამო, სამწუხაროდ, არ მიმდინარეობს," - განაცხადა იოსელიანმა.

ღონისძიებას სახალხო დამცველთან ერთად, შერიგებისა და თანასწორობის მინისტრი, დეპუტატები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

დღის ამბები