06 ოქტომბერი 2024,   21:49
ვრცლად
პატრიარქის ნათლული კიდევ 843 ბავშვი გახდა

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა მორიგი, 68-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 843 ბავშვი გახდა. ნათლობის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ ნათლულები დალოცა.

პატრიარქის ინიციატივით საყოველთაო ნათლობა 2008 წელს დაიწყო და მისი მიზანი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ დროისთვის, ილია მეორეს 47 ათასამდე ნათლული ჰყავს.

დღის ამბები