09 ივლისი 2024,   01:58
ვრცლად
„ვმოქმედებდით საერთაშორისო სამართლის წესების მიხედვით - ადამიანები წინასწარ გავაფრთხილეთ და მოსახლეობას უსაფრთხო ზონაში გადასვლაში ვეხმარებოდით“ - ისრაელის პრეზიდენტი გაეროს ბრალდებაზე

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი უარყოფს გაეროს წარმომადგენლობის ბრალდებას იმის შესახებ, რომ კვლავ იბომბება ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილი, სადაც, ჩრდილოეთიდან, ისრაელის გაფრთხილების შემდეგ, მილიონზე მეტი ადამიანია გაქცეული.

BBC-მ ჰერცოგს ახლო აღმოსავლეთში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს (UNRWA) ხელმძღვანელის, ფილიპ ლაცარინის იმ განცხადების შეფასება სთხოვა, რომლის თანახმადაც, „ღაზაში უსაფრთხო ადგილი არ არსებობს“.

ისააკ ჰერცოგის თქმით, ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილი „ნამდვილად უსაფრთხოა“.

„ჩვენ ვმოქმედებდით საერთაშორისო სამართლის წესების მიხედვით, ხალხს ვთხოვეთ, გადასულიყო უსაფრთხო ზონაში, ადამიანებს მივეცით გაფრთხილებები და ვეხმარებით გადაადგილებაში“, - ამბობს ისრაელის პრეზიდენტი.

ჰერცოგმა ასევე უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ ცეცხლი თავად გაეროს თავშესაფრებსაც კი გაუხსნეს.

დღის ამბები