09 ივლისი 2024,   01:26
ვრცლად
ტუნისის ერთ-ერთი ციხიდან პატიმრები გაიქცნენ - ადგილობრივი შსს მათ „საშიშ ისლამისტებს“ უწოდებს და ტერორისტული აქტების საშიშროებას ხედავს

ტუნისის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ციხიდან გაქცეული ხუთი პატიმრის ფოტოები გამოაქვეყნა და მოქალაქეებს მათ შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდა, „რათა თავიდან აიცილონ ტერორისტული აქტები“, - ამის შესახებ BBC წერს.

„საშიში ისლამისტები“ - ასე მოიხსენიებენ ციხიდან გაქცეულებს. როგორც BBC იტყობინება, ისინი ბოლო წლების გახმაურებული, ყველაზე ძალადობრივი თავდასხმების მთავარი მოქმედი პირები არიან. სწორედ მათ სახელებს უკავშირებენ არაერთი ტუნისელი პოლიტიკოსის მკვლელობას.

დღის ამბები