09 ივლისი 2024,   02:23
ვრცლად
სენატის ასიგნაციების კომიტეტის მოსმენა, რომელზეც მთავარი საკითხი ისრაელისა და უკრაინისათვის 106 მილიარდი დოლარის დახმარება იყო, დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა

სენატის ასიგნაციების კომიტეტის მოსმენა, რომელზეც მთავარი საკითხი ისრაელისა და უკრაინისათვის 106 მილიარდი დოლარის დახმარება იყო, დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა.

მიზეზი ომის მოწინააღმდეგე მოქალაქეების მიერ მოწყობილი პროტესტი იყო. მათ ბანერები გაშალეს და ამერიკელ კანონმდებლებს სიტყვა ყვირილით არაერთხელ შეაწყვეტინეს. აქტივისტების ჯგუფი ენტონი ბლინკენისგან ისრაელზე ზეწოლასა და ღაზის სექტორში ცეცხლი შეწყვეტას მოითხოვდა.

შტატების სახელმწიფო მდივანმა სენატში განაცხადა, რომ არსებობს მკაფიო კავშირი ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებს შორის, ამიტომ, ხაზი გაუსვა ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების ერთ პაკეტში დამტკიცების მნიშვნელობას.

თავდაცვის მდივნის თქმით კი, თუ ამერიკა უკრაინას არ დაეხმარება, პუტინი გაძლიერდება და მიზანს მიაღწევს.

დღის ამბები