09 ივლისი 2024,   01:55
ვრცლად
„ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ღაზაში გვირაბები თავიანთი მებრძოლების დასაცავად ააშენეს და არა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის

„ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმა, ინტერვიუს დროს, განაცხადა, რომ ღაზაში გვირაბები „ჰამასის “მებრძოლების დასაცავად აშენდა და არა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა გაერო-სა და ისრაელის პასუხისმგებლობაა.  

"გვირაბები ავაშენეთ, რადგან სხვა გზა არ გვაქვს, რომ თავი დავიცვათ. ეს გვირაბები მიზნად ისახავს ჩვენს დაცვას თვითმფრინავებისგან. გვირაბების შიგნიდან ვიბრძვით. ყველამ იცის, რომ ღაზას სექტორში მცხოვრებთა 75% ლტოლვილია და მათი დაცვა გაერო-ს პასუხისმგებლობაა. ჟენევის კონვენციების მიხედვით, ოკუპანტის პასუხისმგებლობაა, მათთვის ყველა სერვისის მიწოდება, ვიდრე ისინი ოკუპაციის ქვეშ არიან," - ამბობს მუსა აბუ მარზუკი.

დღის ამბები