22 დეკემბერი 2024,   09:19
ვრცლად
სამი პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ყველა სახის ღონისძიება, არაფერია საშიში, მსგავსი ტიპის დანაშაული ხდება ყველა სახელმწიფოში - რატი ბრეგაძე

მიმდინარეობს ყველა სახის ღონისძიება, არაფერია საშიში, მსგავსი ტიპის დანაშაული ხდება ყველა სახელმწიფოში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ავერსის“ კლინიკიდან გაქცეულ სამ პატიმართან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ შსს-სთან და, რა თქმა უნდა, ტარდება ყველა სახის ღონისძიება, რომ ეს ადამიანები იყვნენ დროულად დაკავებული და არ წარმოადგენდნენ საფრთხეს საზოგადოებისთვის. არაფერია საშიში. მსგავსი ტიპის დანაშაული ხდება ყველა სახელმწიფოში. თუმცა დგება შესაბამისი პასუხისმგებლობა იმ ადამიანების, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული. ასევე, თუ რომელიმე თანამშრომლის მხრიდან გამოიკვეთება სამართალდარღვევა, დადგება ამ თანამშრომლების პასუხისმგებლობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დღის ამბები