22 დეკემბერი 2024,   09:46
ვრცლად
რა საკითხებს განიხილავს უმაღლესი იერარქიის 40 სასულიერო პირი ხვალ, საპატრიარქოში - ილია მეორის მოწვევით, სინოდის სხდომა ჩაინიშნა

მაღალი იერარქიის სასულიერო პირები სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე, საპატრიარქოში შეიკრიბნენ. დღევანდელი შეხვედრის მიზეზი სინოდის წევრებმა, მედიასთან არ დააკონკრეტეს, თუმცა ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგი ნაწილობრივ გაასაჯაროვეს. მეუფე იაკობის ინფორმაციით, სასულიერო პირები მეათე საუკუნის საეკლესიო მოღვაწეების წმინდანად შერაცხვის საკითხზე იმსჯელებენ და ამის პარალელურად, ყურადღებას გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც გაამახვილებენ.

წმინდანად შერაცხვის საკითხის დღის წესრიგში დაყენებას ხვალ, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი აპირებს, რომელიც ამ კომისიის წევრია. სასულიერო პირმა "კურიერს" უთხრა, რომ სინოდის სხდომის სხვა თემებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, არც სხვა საკითხების განხილვა გამორიცხა.

საკითხები, რის გამოც სინოდი ხვალ იკრიბება არც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დააკონკრეტა. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მხოლოდ ის თქვა, რომ სხდომის ჩანიშვნა კონკრეტულ მიზეზს უკავშირდება.

სინოდის სხდომა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ მეორემ მოიწვია და ხვალ 12:00 საათზე დაიწყება.

 

 

დღის ამბები