15 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
გამოსავალი არის ის, რომ უნდა მოვძებნოთ სივრცე, სადაც შევძლებთ საქმიან ურთიერთობას - შალვა პაპუაშვილი პარლამენტში დაპირისპირებაზე

გამოსავალი არის ის, რომ უნდა მოვძებნოთ სივრცე, სადაც საქმიან ურთიერთობას შევძლებთ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ქალი დეპუტატები განსაკუთებულად გამორჩევიან სიძულვილის ენის გამოყენებით.

"მე სწორედ ეს მაწუხებს და საჯაროდაც ვთქვი ქალბატონი თეა წულუკიანის ინციდენტთან დაკავშირებით - ოპოზიციაში, ზოგიერთ პოლიტიკოსს იქით მიჰყავს საქმე, რომ ქალ პოლიტიკოსებში დაამკვიდრონ ის კლიშე, რომელიც შეიძლება მამაკაც პოლიტიკოსებზე არსებობდეს. ეს არის ცუდი მაგალითი უპირველეს ყოვლისა, რასაც ისინი აძლევენ სხვა ახალგაზრდა ქალებს.

რაც შეეხება პრევენციას, მე გუშინაც ვთქვი: რომ ერთი შენიშვნა შეიძლება ჩემს თავზეც მივიღო, რომ დროულად შეიძლება მიკროფონი არ გავთიშო და რეაგირება შეიძლება მყისიერი არ იყოს. დავაკვირდეთ, მომავალში, როდესაც იქნება ასეთი გამოსვლები და შევეცდები რეაგირებას, მერე ნახეთ, ამას დაარქმევენ თუ არა ცენზურას. გუშინ რაც იყო ინციდენტი, სამწუხაროდ, იმ დარბაზისთვის განსაკუთრებული არ არის. ტერმინოლოგიით ძალიან გამოირჩევა ჩვენი დარბაზი. ხაზს ვუსვამ, სამწუხაროდ, ქალი დეპუტატებისგან განსაკუთრებით ისმის ასეთი ტერმინოლოგია. დღესაც, ქალი დეპუტატები უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ თავის ოპონენტებს, ასეთი გარემოა სამწუხაროდ. საერთო ჯამში გამოსავალი არის, რომ უნდა მოვძებნოთ ის სივრცე, სადაც შევძლებთ საქმიან ურთიერთობას. აქ არ მინდა გავარჩიო - ვინ დაიწყო, ვინ ვის რა უთხრა - ყველა ცოდავს ამ მხრივ," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

დღის ამბები