09 ივლისი 2024,   02:29
ვრცლად
3 გარდაცვლილი ოჯახური ვახშმის შემდეგ - ავსტრალიელ ქალს ყოფილი ქმრის ნათესავების სოკოთი მოწამვლას ედავებიან

ავსტრალიაში დააკავეს 49 წლის ქალი, ერინ პატერსონი, რომელსაც გამოძიება ყოფილი მეუღლის ნათესავების მკვლელობას ედავება, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, ქალმა ვახშამზე მიიწვია ყოფილი ქმრის მშობლები, ასევე - ყოფილი მამამთილის და-ძმა. ვახშმის შემდეგ, ოთხივე, მუცლის ძლიერი ტკივილებით, საავადმყოფოში აღმოჩნდა. რამდენიმე დღის შემდეგ, 70 წლის ცოლ-ქმარი და მამაკაცის და გარდაიცვალნენ, ძმას კი, ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა, რომ გამოჯანმრთელებულიყო.

ერინ პატერსონი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი მიზანი ვინმეს დაზიანება არ ყოფილა.

დღის ამბები