08 ივნისი 2024,   09:09
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინამ ყირიმზე დრონებით თავდასხმა განახორციელა

რუსმა სამხედროებმა, ყირიმის ტერიტორიაზე, რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„შავი ზღვის თავზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, ხუთი კი ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები